პროექტის„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ის პრეზენტაცია

25 იანვარი 2024

2024 წლის 25 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის  მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების შემუშავება.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. რომლებმაც დისკუსიის ფარგლებში მიაწოდეს პროექტის განმახორციელებლებს თავიანთი რეკომენდაციები კოდექსის კომენტარებთან დაკავშირებით.

 

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე“ იმუშავებენ  პროექტის ხელმძღვანელი - ლევან დარბაიძე,  კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და  გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; ეკა არეშიძე -   თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  და რენატე ვინტერი, ავსტრიელი მოსამართლე სიერა ლეონეს სპეციალურ სასამართლოში და ექსპერტი საოჯახო სამართლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემების, ქალთა მართლმსაჯულების საკითხებში.  იგი გახლავთ ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის (IDE) დამფუძნებელი წევრი.

 

პროექტის კოორდინატორია  კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი - ლევან მოსახლიშვილი.

 

პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის.

 

იგივე პროექტის ფარგლებში საქართველოს რადიოს გადაცემაში „პიკის საათში“ მონაწილეობა მიიღო პროექტის ხელმძღვანელმა ლევან დარბაიძემ და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა სოფო შენგელიამ, სადაც მათ ისაუბრეს პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.

 

პროექტი დაფინანსებულია სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.