მიმოხილვა

სპეციალობის დასახელება– სამართალმცოდნეობა

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 ECTS კრედიტს. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 აკადემიურ წელს.

 

სწავლების მეორე სემესტრიდან გაძლევს საშუალებას აირჩიო საგნები შენთვის სასურველი მიმართულებიდან: პროფესიული განვითარების და სპეციალობის მოდულიდან, კერძო  სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი და საერთაშორისო სამართალი.

 

იურდიული ფაკულტეტია სადაც საერთაშორისო სამართლის საგნები  იკითხება ინგლისურ ენაზე.

 

სწავლების ენა: ქართული.

 

ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგების მიხედვით, რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) სარგებლობს ფინანსური შეღავათით. (შესაბამისად სწავლების საფასურის 100%, 50% და 30 % დაფინანსებით). იმ შემთხვევაში თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო კონფერენციაში.   

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში სამართლებრივი, ადმინისტრაციული, საკონსულტაციო, ანალიტიკური და ორგანიზაციული მიმართულებით საქმიანობის განმახორციელებელ პოზიციებზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი პროფესიული წინაპირობები.

 

სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 7990 ლარი.