მიღების წესები

მიღების წესი

 

გასაუბრება ჩატარდება დარგის სპეციალისტებთან (იხ. შეფასების კრიტერიუმები)

 

CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ჩატარდება: 

 

 

იხ. გამოცდის ნიმუშები:

 

 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (პასპორტი) და მისი ასლი;
  2. სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
  3. ერთი რეკომენდაცია სამართლის დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტის ან/და სამართალმცოდნეობის პროფილის აკადემიური ხარისხი მქონე პირისგან;
  4. ორი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე)
  5. მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
  6. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მაგისტრანტობის   კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების  ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge ).      
  7. სამოტივაციო წერილი პროგრამაზე სწავლის თაობაზე.
  8. რეზიუმე - CV (ქართულ ენაზე).
  9. ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა. სერტიფიკატის  არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა ტესტური გამოცდის მეშვეობით აღნიშნული ენის B2 დონაზე ცოდნის შეფასებას. შესაბამის ენობრივ კომპეტენციას უთანაბრდება აპლიკანტის მიერ უცხოეთში (პროგრამის მითითებულ ენაზე  გავლის შემთხვევაში) მიღებული ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;
  10.  ადგილზე შევსებული ფორმა 1  (პირადი მონაცემების შესახებ) 
  11.  ონლაინ რეგისტრაცია

 

თარიღები 
 
თბილისი
 
  • საბუთების მიღების ბოლო ვადა - 2 სექტემბერი, ოთახი A2

  • სამუშაო საათები: 10:00-19:00
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა სპეციალიზაციაში ჩატარდება - 4 სექტემბერი, 2024

  • გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - 5 სექტემბერი, 2024

  • კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება - 6-7 სექტემბერი, 2024

 

გადახდის პირობები
 
 
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

 CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი

  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს 
     

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება:
 
 
თბილისი
 
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 5 950 ლარი 2 975 ლარი  1 850 ლარი 

 

 
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.
 
 
სამაგისტრო პროგრამის ჯგუფი Facebook-ზე