სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის მოცულობა შეადგენს 60 ECTS კრედიტს და სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 1 აკადემიურ წელს. ერთი ECTS კრედიტი უდრის 25 საათს და მოიცავს როგორც მაგისტრანტის საკონტაქტო დატვირთვას (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილ დროს.
პროგრამის მეორე 60 კრედიტიანი ნაწილი მოიცავს პირველი ნაწილის ფარგლებში განვითარებულ კომპეტენციებს და ორიენტირებულია სიღრმისეული თეორიული და ანალიტიკური ცოდნის განვითარებაზე, კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებაზე და კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად ანალიზსა და გადაწყვეტაზე. იგი მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიისა და აკადემიური წერის განვითარებას, სპეციალიზაციის შემდგომ გაღრმავებას, აგრეთვე კვლევით კომპონენტს - სამაგისტრო ნაშრომს (30 ECTS კრედიტი), რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ კვლევას და აკმაყოფილებს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტებს.
პროგრამის მეორე ნაწილის სტანდარტული ვადის (ერთი წელი) ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებით, არაუმეტეს 4 სემესტრი (ორი აკადემიური წელი), სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
იხილეთ პროგრამა.
