CU რა? სად? როდის? 2023 - სტუდენტებისთვის

14 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტში, 14 მარტს, სტუდენტებისთვის „CU რა? სად? როდის? 2023“ გაიმართა, რომელიც კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, მოაზროვნე სოსო ბერიკაშვილმა წაიყვანა.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, გახსნა.

 

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა 29 გუნდი, რომლებიც კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლას წარმოადგენდნენ.

 

პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა კავკასიის ბიზნესის სკოლის გუნდმა - „სიბრძნე სიცრუისა“. ხოლო, საუკეთესო მოაზროვნეს ჯილდო, გუნდის კაპიტანს - გიორგი ჯავახიშვილს გადაეცა.

 

მეორე ადგილზე გავიდა კავკასიის ბიზნესის სკოლის გუნდი „კოზანოსტრა“. ხოლო, მესამე ადგილი სამართლის სკოლის გუნდმა „CSL F1” დაიკავა.

 

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია - "ლიბრარეა"-ს 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და საჩუქრები - ავტორების ხელმოწერილი წიგნები - ონლაინ მაღაზია mioshop.ge-სგან გადაეცათ.

 

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა „CU რა? სად? როდის?“-ის გარდამავალი თასი.

 

ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: სადისტრიბუციო კომპანია VG და საჩუქრების ონლაინ მაღაზია mioshop.ge.

მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გაფრთიანებაზე იზრუნა ენერგეტიკულმა სასმელმა რედბულმა.