საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

28 მარტი 2023

28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ელისო გელაშვილი სტუდენტებს  შეხვდა. 

 

შეხვედრაზე  სტუდენტები გაეცნენ  სააგენტოს საქმიანობას,  პროექტებს და  დასაქმების შესაძლებლობებს საჯარო რეესტრში.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.