არაფორმალური შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

17 მარტი 2023

17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია უნივერსიტეტის სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა.

 

შეხვედრაზე პრეზიდენტთან იდეების, მოსაზრებების, პრობლემების და სხვა საკითხების გაზიარება იყო შესაძლებელი.

მსგავსი აქტივობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აპრობირებული მეთოდია, რომელიც სტუდენტების, ლექტორების და თანამშრომლების გააქტიურებას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტ ჩართულობას ემსახურება.

 

უნივერსიტეტის პრეზიდენტი სტუდენტებს ყავით და ჩაით გაუმასპინძლდა.