აფხაზთა მუჰაჯირობა

 

 

რუსულენოვან მონოგრაფიაში, რუსეთ-კავკასიის ომის ფონზე, განხილულია რუსეთის მფლობელობის დამყარება და განმტკიცება აფხაზეთში, ცარიზმის მიერ უკანასკნელი ქართული პოლიტიკური ერთეულის – აფხაზეთის სამთავროს გაუქმება (1864), აფხაზთა 1866 წლის აჯანყება სამთავროს აღდგენის მიზნით და მისი ჩახშობა, რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკა აფხაზეთში, აფხაზთა 1864, 1867 და 1877 წლების მუჰაჯირობის მიზეზები, რომელთა შედეგად მთლიანად დაიცალა ჯერ კოდორის ხეობის შუა და ზემო წელი, შემდეგ კი აფხაზეთის სანაპირო ზოლი. ნაშრომში განხილულია უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი – 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სია, რომელიც რუსულ ენაზეა შედგენილი.

 

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ბუბა კუდავა.