აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „გლობალიზაცია: ტენდენციები და პერსპექტივები“

24 ივლისი 2019

11-12 ოქტომბერს ჩატარდება აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია. სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), პარტნიორი ორგანიზაციები არიან: კავკასიის უნივერსიტეტი (CU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ვისტულას უნივერსიტეტი (VISTULA), კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტი (UKF).

 

კონფერენცია მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს განიხილონ მნიშვნელოვანი გლობალური და რეგიონალური საკითხები. მონაწილეობის მსრუველები უნდა ფლობდნენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს. კავკასიის უნივერსიტეტის, როგორც პარტნიორი ორგანიზაციის აკადემიური პერსონალისთვის და დოქტორანტებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო.

 

აბსტრაქტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 23 აგვისტომდე ბმულზე

 

კონფერენციის ოფიციალური გვერდი