9 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - COST-ის ეროვნულ კოორდინატორს საქართველოში, ნათია გაბიტაშვილს შეხვდა.
9 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - COST-ის ეროვნულ კოორდინატორს საქართველოში, ნათია გაბიტაშვილს შეხვდა.
25 ივნისს, გაიმართა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის მასშტაბით არსებული კვლევითი საქმიანობის წამახალისებელი და ხელშემწყობი მექანიზმების გაცნობის მიზნით. შეხვედრას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი, სოფო კობახიძე.
2024 წლის 19 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრმა ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „როგორ გამოვაქვეყნოთ ნაშრომი მაღალი "იმპაქტ-ფაქტორის" მქონე ჟურნალებში?"
8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა განათლების სკოლის რიგით მესამე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მიზანია სტუდენტთა კვლევითი პოტენციალის გაზრდა და განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.
8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა სამართლის სკოლის რიგით XIX სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - სამართლის გამოწვევები-21-ე საუკუნეში.
2024 წლის, 4 ივნისს, ჩატარდა კავკასიის ტურიზმის სკოლის (CTS) კონფერენცია.
4 ივნისს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტმა.
4 ივნისს, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, PR (პიარისა) და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.
3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის რიგით XV სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
2024 წლის, 31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.