კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო დარგში ვიცე-პრეზიდენტის ასისტენტის თანამდებობაზე

18 ოქტომბერი 2021

სამუშაო მოვალეობები:

 

  • აწარმოებს მოქმედი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე აპლიკანტთა კონკურსის სტატისტიკურ ანალიზს;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტთან, სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურთან და იურიდიულ სამსახურთან კოორდინირებულად ნორმატიულ დოკუმენტებში ცვლილებებისა და დამატებების ასახვას;
  • მონაწილეობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამათა კატალოგის შედგენა-დაკაბადონებაში;
  • მონაწილეობს შუალედური და დასკვნითი გამოცდის მსვლელობა-დაკვირვების პროცესში;
  • წარმართავს მათემატიკის კურსების სწავლების ორგანიზაციულ საკითხებს (საკონტროლო წერების ტექნიკური მომზადება, გამრავლება, მომარაგება) და ასევე, მათემატიკის კურსების საკონტროლო წერების, შუალედური და საგამოცდო მასალების პროექტებზე მუშაობას;
  • ამოწმებს მათემატიკის სილაბუსებში შეტანილი ინფორმაციის კორექტულობას და აკონტროლებს სილაბუსების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას;
  • მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის შემუშავება-განხორციელებაში და სათანადო მასალების ბეჭდური სახით გამოცემისათვის მომზადებაში.
  • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება (ხელზე): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ 800 ლარი (ხელზე);
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

 

მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება, საოფისე პროგრამების ცოდნაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  “სასწავლო დარგში ვიცე-პრეზიდენტის ასისტენტი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

 

გისურვებთ წარმატებას!