ჩვენ შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩამოყალიბდა კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და დაინერგა პირველი დასავლური ბიზნეს-განათლება საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან მალევე ამოქმედდა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. 2004 წელს კი ბიზნესის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - კავკასიის უნივერსიტეტი. 

 
დღესდღეობით კავკასიის უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას: ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა, მედიის სკოლა, ტექნოლოგიების სკოლა, არქიტექტურიასა და დიზაინის სკოლა, სახელმწიფო მართვის სკოლა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ტურიზმის სკოლა,  მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა, ეკონომიკის სკოლა და განათლების სკოლა.  კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას, რომელსაც უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, პრაქტიკული გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალისა და ეფექტური სასწავლო პროცესის კომბინაციით.


კავკასიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზნებს ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს. უნივერსიტეტი აცნობიერებს განათლების გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებას, რომელიც მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევითი პროექტების ფარგლებში. კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248  პარტნიორს ითვლის. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ორგანიზაციული და კორპორატიული კავშირები, აგრეთვე ინოვაციური გზები იმისათვის, რომ სტუდენტები დავაკავშიროთ უნივერსიტეტებს, კომპანიებსა და დარგის ექსპერტებს.

 

 

About CU

 

 

CU Welcome Brochure