ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2020-2021 აკადემიური წლისთვის

18 August 2019

გაცნობებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას 2020-2021 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.

 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული სტატების უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში.

 

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროს მიერ. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე  განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა მონახოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო)
  • განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო ან ექვივალენტური სწავლების საფეხური
  • განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ ა.შ.შ-ში სამაგისტრო პროგრამაზე
  • განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ
  • განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება
  • სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ ა.შ.შ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი
  • მწვანე ბარათის, ა.შ.შ.-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ ა.შ.შ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

 

განცხადების პროცესი:

 

განაცხადის გაკეთების მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ ზემოთ მითითებული კრიტერიუმები და ელექტრონულ განაცხადთან ერთად, ემბარკის სისტემაში ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • ელექტრონული განაცხადი;
  • 3 სარეკომენდაციო წერილი პროფესორებისგან ან სამსახურში უფროსებისგან (აიტვირთოს ემბარკის სისტემაში);
  • ოფიციალური ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან  (აიტვირთოს ემბარკის სისტემაში);
  • ნიშნების ფურცლების თარგმანი ინგლისურ ენაზე (აიტვირთოს ემბარკის სისტემაში)
  • დიპლომი (აიტვირთოს ემბარკის სისტემაში)

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • განმცხადებლებს სოციალურ მეცნიერებებში, ჟურნალისტიკაში და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ კვლევა, დაბეჭდილი სტატია ან სხვა ნაშრომი, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს გააძლიერებს მათ განაცხადს
  • განმცხადებლებმა სახვით და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებში უნდა წარმოადგინონ სადემონსტრაციო ნაშრომი - მხატვრული ნამუშევრების პორტფოლიო, ვიდეო კლიპი, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოების აუდიო ჩანაწერი და ა.შ.
  • სურვილის შემთხვევაში განმცხადებლებს შეუძლიათ წარადგინონ პროფესიული რეზიუმე
  • განმცხადებლებს, რომლებიც წარადგენენ განაცხადს საშემსრულებლო ხელოვნებაში, შეიძლება ჩაუტარდეთ მოსმენა

 

შერჩევის პროცესი:

 

1 ფაზა - აგვისტოს შუა რიცხვები: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება - მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს.  განმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე

 

2 ფაზა - აგვისტოს ბოლო: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება - ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგად ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა

 

3 ფაზა - სექტემბრის შუა რიცხვები: გასაუბრება - ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება ა.შ.შ.-ის საელჩოში.

 

 

შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორეროვნული შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში და რომელიც შედგება საელჩოს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა  და  ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან. სექტემბერ-ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:

 

  • TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, ბიზნესი. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა
  • GRE - სავალდებულაო ყველა სფეროში, გარდა სამართლისა
  • GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის

 

განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი გადასცემს კანდიდატების განცხადებებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტებს, რათა მათ განიხილონ მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე.

  

გაითვალისწინეთ, რომ წარმატებული განმცხადებლები, როგორც წესი, არიან განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვის დღისთვის 30 წლამდე,  არა აქვთ განათლება მიღებული ა.შ.შ.-სა ან ევროპაში, აქვთ მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და აქვთ აშკარად გამოკვეთილი ლიდერობის პოტენციალი.

 

განაცხადების მიღება დაიწყო 2019 წლის 1 მაისს და მთავრდება 2019 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათზე.

  

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.

 

გისურვებთ წარმატებას!