Success Story

 

გიორგი დათუკიშვილი

 

Tuscia/Italy

 

„მარადიული ქვეყანა, ადგილი სადაც იმპერატორის სიზმრებს მიქელანჯელო სიცოცხლეს სძენდა“ - წარმოუდგენელია არ მოიხიბლო იტალიით რომელიც იმპერიის, დემოკრატიის და საუკუნოვანი განათლების სანიმუშო კერაა. ეს ქვეყანა „გლადიატორებიდან“ „ფერარამდე“ გასაოცარი და დაუვიწყარია. სწორედ განათლება მისი ერთერთი ძლიერი მხარეა. ქალაქი ვიტერბო და მისი ტუშას უნვერსიტეტი, სწორედ ის გარემოა სადაც ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა მოხვედრას, რადგან თანამედროვე მიდგომები და ძველი ანტიკური გარემო საოცარ ტანდემს ჰქმნის.

 

 


ლელა აბდუშელიშვილი

 

University of Economics in Katowice/Poland

 

„2017 წლის აპრილის თვეში ვიმყოფებოდი პოლონეთში კატოვიცეს უნივერსიტეტში და იქაურ სტუდენტებს ჩავუტარე ბიზნეს კომუნიკაციის ერთკვირიანი კურსი. პროგრამა იყო საუკეთესოდ მომზადებული და ორგანიზებული. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა „საერთაშორისო კვირის ფარგლებში", რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული კურსის ჩატარებას. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი სწავლისა და სწავლებისათვის და იმისთვის, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი ყოფილიყო ორივე მხარისთვის".


დავით ასლანიშვილი

 

Tuscia/Italy

 

„ეტრუსკების უძველესი ცივილიზაციის გული - ქალაქი თარქვინია, ქრისტიანობის ერთ-ერთი გასაოცარი ადგილი - ქალაქი ვიტერბო და იტალიის უმშვენიერესი ქალაქი - ფლორენცია.. ყოველივე ამასთან გაცნობა შესაძლებელი გახდა  2017 წლის შემოდგომაზე კავკასიის უნივერსიტეტისა და ტუშას უნივერსიტეტის ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ლექცია - სემინარის წარდგენა „მონეტარული პოლიტიკისა და ცენტრალური ბანკების როლის თაობაზე“, გაიმართა საკმაოდ აქტიური დისკუსია ევროპის ცენტრალური ბანკის, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის, იაპონიის ცენტრალური ბანკის პრობლემებზე და რეგიონალური ცენტრალური ბანკების მოქმედებაზე. გაანალიზებულ იქნა ფინანსური კრიზისის მიზეზები და მისი მიმდინარეობა საბანკო სექტორში.

 

გაზიარებულ იქნა სასწავლო გეგმა და სიახლეები აკადემიური პერსონალთან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  კავკასიის უნივერსიტეტისა და ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტებს კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი გრაფიკისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ამ პროგრამის მაღალი ხარისხი და წარმატება".


ეკა აკობია

 

Tuscia/Italy

 

„კავკასიის უნივერსიტეტსა და იტალიის ტუშას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ერაზმუს + მობილობის შეთანხმების ფარგლებში 27 ნოემბერი-3 დეკემბრის კვირა დავყავი იტალიაში. ვიზიტის ფარგლებში მქონდა ლექციები ტუშას უნივერსიტეტში, სადაც ჩემი მასპინძელი კოლეგა გახლდათ პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის ლექტორი, დოქტორი სანტე კრუჩიანი.

გაცვლილი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა ტუშას უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტებისთვის ჩამეტარებინა ლექცია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების: რეალიზმის, ლიბერალიზმისა და კონსტრუქტივიზმის შესახებ. ძალიან სასარგებლო იყო უცხოურ აუდიტორიაში ლექციის წაკითხვა, ქართულ და იტალიური აუდიტორიის შედარება და სხვადასხვა პრაქტიკული თუ აკადემიური გარემოებების გაცნობა. ამასთან, პატივი იყო იტალიელი კოლეგების გაცნობა და მომავალში შემდგომი აკადემიური თანამშრომლობისთვის კავშირების გამყარება".


ლევან ბჟალავა

 

University of Ljubljana/Slovenia

 

 

„Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გავემგზავრე ლუბლიანას უნივერსიტეტში (სლოვენიაში) და ლექციები წავიკითხე სოციალური მედია ანალიზსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ლუბლიანას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელს, გავაცანი ჩემი მიმდინარე კვლევითი თემები და განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობები. მსგავსი ვიზიტები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნივერსიტეტებთან კვლევითი თანამშრომლობის ასაწყობად".


ნინო კალანდაძე

 

Tuscia/Italy

 

ერაზმუს + ის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბერში ვეწვიე ტუშას უნივერსიტეტს, იტალია. მობილობის ფარგლებში, მასპინძელი უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სტუდენტებს წავუკითხე  ლექცია თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საწართველოს ურთიერთობები რუსეთსა და ევროკავშირთან“.


ნანა ვაშაკიძე

 

Technical University of Kosice/ Slovakia

 

ერაზმუს + ის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბერში ვეწვიე ტუშას უნივერსიტეტს, იტალია. მობილობის ფარგლებში, მასპინძელი უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სტუდენტებს წავუკითხე  ლექცია თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საწართველოს ურთიერთობები რუსეთსა და ევროკავშირთან“.

 


დავით ასლანიშვილი

 

FH HOANNEUM/Austria

 

„2016 წლის შემოდგომაზე ერაზმუსის პროგრამით ვიმყოფებოდი FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ავსტრია ქ. გრაცი. პროგრამის ფარგლებში მოხდა აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობის დამყარება, ლექცია - სემინარების წაძღოლა და არაერთი სამეცნიერო სიახლის გაცვლა/დანერგვა. ამ ვიზიტის ერთ ერთი შედეგია ახალი სილაბუსის და სასწავლო კურსის მომზადება/განახლება და დანერგვა კავკასიის უნივერსიტეტში, რომელიც თანამედროვე ევროპულ მონეტარულ პოლიტიკას და საბანკო სფეროში მიმდინარე პროცესებს ასახავს. უნივერსიტეტში დანერგილია მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო,რაც დამატებითი მოტივაციაა როგორც მკვლევარებისთვის, ასევე სტუდენტისთვის მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინოს პრაქტიკული უნარ ჩვევები".