კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

5 February 2026

4 თებერვალს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა  ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს დაცვის კომისიის წევრების წინაშე.

 

პროგრამების ზეპირი დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით:

 

ეკა აკობია, დეკანი, აფილირებული პროფესორი; ემირ ეთერია, აფილირებული პროფესორი; ნანა ფირცხელანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი  და თინათინ კუპრაშვილი, მოწვეული ლექტორი.

 

დაცვის დროს სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი საბაკალავრო ნაშრომები და კვლევითი მიგნებები. ნაშრომები შეფასდა ორი კომპონენტით: ნაწერი და ზეპირი მოხსენება. დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 

  • ჩავლეშვილი დეა - საჯარო სერვისების მენეჯმენტი კრიზისულ სიტუაციებში:საქართველოს გამოცდილება COVID 19 პანდემიის დროს;
  • გაბოძე ლუკა - საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, გამოწვევები და პერსპექტივები;
  • ბენდელიანი ლიზი - ნორვეგიული გაზის როლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში 2022 წლის შემდეგ-ენერგო დამოკიდებულებიდან  პოლიტიკურ ავტონომიამდე.