18 ივლისს, 11:00 საათზე, სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - ფარგლებში რიგით მეექვსე და ბოლო ონლაინ ლექცია გაიმართება.
ლექციას წაიკითხავს რობერტ ვესტერი თემაზე: „მონაწილეობითი მმართველობის მნიშვნელობა - როგორ ჩავრთოთ დაინტერესებული მხარეები და საზოგადოება პოლიტიკის შემუშავების პროცესში? საზოგადოებრივი კომუნიკაციის სტრატეგიის პრინციპები“.
რობერტ ვესტერი არის ევროკავშირის მრჩეველთა ჯგუფის - Berenschot-ის მმართველი დირექტორი და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი. Berenschot არის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია ნიდერლანდებსა და ბელგიაში, სადაც დასაქმებულია 400-ზე მეტი კონსულტანტი, რომელთა მუშაობის სფერო მოიცავს საჯარო ადმინისტრირების სექტორის ყველა დონეს.
რობერტ ვესტერის მუშაობის მიმართულებებია: სტრატეგია, მმართველობა, და ორგანიზაციების პოზიციონირება საჯარო სექტორში. მას აქვს Berenschot-ში კონსულტანტად მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება, ასევე ნიდერლანდების მთავრობის შვიდ სხვადასხვა დეპარტამენტში კომუნიკაციების/პოლიტიკის დირექტორად მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება.
ვესტერი აგრეთვე გახლდათ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტესა და მეფე ვილემ-ალექსანდრეს მთავარი მრჩეველი კომუნიკაციების მიმართულებით.
დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.