თუ ხარ მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე და გაინტერესებს ეკონომიკა, არ გამოტოვო შანსი გაიცნო შენი მომავალი პროფესია!
26 მარტს, 16:00 საათზე, ეკონომიკის სკოლა აბიტურიენტებისთვის მართავს კონკურსს "მომავალი ეკონომისტი“, სადაც შესაძლებლობა გექნებათ:
- გაიგოთ, რას ნიშნავს ეკონომიკა, რატომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა თანამედროვე მსოფლიოში;
- დეტალურად გაეცნოთ ჩვენი საბაკალავრო პროგრამების სტრუქტურას, სწავლის პროცესს, კარიერულ პერსპექტივებს და ბენეფიტებს.
და რაც ყველაზე საინტერესოა: შეხვედრის ბოლოს ჩატარდება ინტელექტუალური კონკურსი, სადაც აბიტურიენტები რეალურ დროში შეეჯიბრებიან ერთმანეთს!
კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ მათთვის განკუთვნილი პრიზები, ასევე ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რომ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე 23 მარტამდე.
