20 ნოემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის CU რა? სად? როდის? გაიმართება.
ინტელექტუალურ თამაშში აბიტურიენტებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული გუნდი 4 აბიტურიენტისგან იქნება დაკომპლექტებული. თამაშში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს.
I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ.
I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
გუნდი შესაძლებელია შედგებოდეს 4-ზე ნაკლები მონაწილისგანაც, თუმცა მოგებული სასწავლო ვაუჩერები გაიყოფა 4-ზე. გამომდინარე აქედან, I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა 2 000 ლარი, II ადგილზე გასვლის შემთხვევაში 1 500 ლარი, ხოლო III ადგილის შემთხვევაში 1 000 ლარი.
თამაშს წაუძღვება კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი, ინტელექტკლუბის რა? სად? როდის? წევრი, იოსებ ბერიკაშვილი.
დაინტერესებულმა პირებმა, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია