15 ივლისს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის A18 სივრცეში, გელოდებით გამოფენაზე, სადაც წარდგენილი იქნება გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები.
კავკასიის უნივერსიტეტის და ღვინის მაღაზია "ციცქა"-ს კოლაბორაციის შედეგად გრაფიკული დიზაინის მეორე კურსის სტუდენტებმა იმუშავეს 5 ქართული ნატურალური ღვინის ბრენდის ეტიკეტების რებრენდინგზე.
ლეიაუთისა და ტიპოგრაფიის საგანში მათ ჰქონდათ დავალება, შეემუშავებინათ კონცეფცია, სტილი და დიზაინი მოცემული ბრენდებისთვის.
მოსაწვევის დიზაინზე იმუშავა სალომე თარხნიშვილმა.