ადამიანის უფლებების კვირეული - Human Rights Week 2020

19 ნოემბერი 2020

4 დეკემბერს, ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს აქვს პატივი უმასპინძლოს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს სტივენ შნებაუმს, რომელიც გამართავს საჯარო ლექციას: “What in the World? U.S. Elections Seen Through the Lens of International Human Rights Law.”

 

პროფესორი შნებაუმი არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის დირექტორი, საერთაშორისო სამართლის ასოციაციის ამერიკის წარმომადგენლობის დირექტორთა საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის (ILSA) დამფუძნებელი, აშშ-ს საერთაშორისო სამართლის ასოციაციის მრჩეველი.

 

ლექცია გაიმართება დისტანციურად, კავკასიის უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდზე, ლაივის მეშვეობით, თბილისის დროით 19:00 საათზე.