ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები

20 სექტემბერი 2022

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით,  29 სექტემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ლუჩიანო ბალბოს საჯარო ლექციას - თემაზე ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები -  უმასპინძლებს.

 

ლუჩიანო ბალბო კერძო კაპიტალის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, იტალიაში გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის Oltre Venture დამფუძნებელია.

 

სტუმარი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუზიარებს იტალიაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების (Impact Investing) საკითხებზე თავის გამოცდილებას. საჯარო ლექციაზე განიხილება: გავლენაზე ორინტირებეული ინვესტირების არსი (impact investing), რატომ ინვესტირება გავლენისათვის? გავლენის ფონდების საქმიანობა და მსხვილი ბიზნესის როლი მდგრადი დადებითი გავლენის შექმნაში და ა.შ.

 

ლექცია იმართება პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ხელშეწყობით.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 27 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე.