სამართლის სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია

3 ივლისი 2026

3 ივლისს, 16:30 საათზე, კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

 

პრეზენტაციას ჩაატარებს კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფო შენგელია.

 

შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია სამართლის სამაგისტრო პროგრამის შესახებ, დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

 

აპლიკანტებს მაგისტრატურის საფეხურზე შესაძლებლობა აქვთ, რომ 1+1 მოდელით ისწავლონ. ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებულს შეუძლია ჩააბაროს 1 წლიან მაგისტრატურაზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭება შესაბამისი დარგის ხარისხი. იმ შემთხვევაში კი, თუ ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს +1 წელი, მას სწავლის დასრულების შემდეგ მიენიჭება დარგის მკვლევარი მაგისტრის ხარისხი (ამ შემთხვევაში პროგრამაზე ისწავლის 1+1 წელი, და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება).

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.