პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეორე ნაკადის პრეზენტაცია

3 ოქტომბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეორე ნაკადის პრეზენტაცია გაიმართება სამშაბათს, 3 ოქტომბერს, 16:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

 

პრე-აქსელერატორში სტარტაპ გუნდების შერჩევა მოხდა წინასწარი განცხადების საფუძველზე. 

 

გუნდების შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებმაც გამოავლინეს გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი .

 

პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. მასში  მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.

 

პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ი წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), მოიცავს 11 სამუშაო კვირას (ოქტომბერი 2023 - დეკემბერი 2023) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან: 

 

  • თემატური სამუშაო სესიები
  • ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან
  • ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up-ები
  • კავკასიის უნივერსიტეტის სამუშაო სივრცით სარგებლობა
  • დემო დღე - სადაც, მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ჟიურის წინაშე და საშუალება ექნებათ მოიპოვონ ფულადი პრიზები და სხვა რესურსები გაზრდის და განვითარების მიზნით.

 

 

 პროგრამის ფარგლებში,  მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით:

 

  • პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია
  • გუნდის შექმნა, განვითარება და მართვა
  • მომხმარებლის სეგმენტაცია
  • ღირებულების შეთავაზება
  • მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა და გაყიდვები
  • Growth Marketing
  • MVP
  • ტექნიკური პროდუქტის შექმნა
  • ბიზნესმოდელი და ფინანსები
  • Pitch Deck და ფინანსური რესურსების მოზიდვა

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე.