მომავლის პროფესიები AI ეპოქაში: როგორ იცვლება როლები და რა უნარებია გადამწყვეტი?

25 თებერვალი 2026

თუ ხელოვნური ინტელექტი უკვე წერს ტექსტებს, ქმნის კოდს და აგებს სტრატეგიებს - მაშინ რა რჩება ადამიანისთვის?  რას უნდა ვსწავლობდეთ დღეს, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ხვალ?

 

როგორ იცვლება განათლების ინდუსტრია ტექნოლოგიების პირობებში, რა უნარებია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის და როგორ მოვემზადოთ ტექნოლოგიური ცვლილებებით სავსე მომავლისთვის?

 

ამ საკითხებზე ისაუბრებს მაკა მახათაძე - IT Academy STEP Georgia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

 

მისი გამოცდილება აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და საქართველოში განათლების სისტემის ტრანსფორმაციას - Junior აკადემიიდან პროფესიულ პროგრამებამდე, STEAM პრინციპებზე დაფუძნებული უწყვეტი ტექნოლოგიური განათლების განვითარებით.

 

შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ:

 

  • როგორ იცვლება პროფესიული როლები AI ეპოქაში;

  • რომელი უნარები ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი;

  • როგორ მოვემზადოთ ტექნოლოგიური ცვლილებებით სავსე მომავლისთვის.
     

25 თებერვალი, 17:00 საათი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.  

 

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მსურველებმა, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე. 

 

შეხვედრა ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მიერ.