საჯარო ლექცია - "მარიუპოლი, უკრაინა: ომი და მშვიდობა"

19 მაისი 2022

20 მაისს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე - "მარიუპოლი, უკრაინა: ომი და მშვიდობა".

 

ლექციას წაიკითხავს მარიუპოლის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ეთნოლოგი, ეთნოპოლიტოლოგი ირინა პანამარიოვა.

 

ლექციაზე განხილული იქნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ის რეალობა, რომელიც სპიკერმა საკუთარ თავზე გამოცადა, რადგან 46 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სარდაფში, ფრონტის ხაზის მიდამოში. ღონისძიება წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.