საჯარო ლექცია - საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საქართველოში მისი როლის მიმოხილვა

1 მარტი 2024

1 მარტს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა ენდრიუ ჯუელთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • სსფ-ს და მისი როლი საქართველოში;
  • საიდან იღებს სსფ შემოსავალს?;
  • რა არის მისი მიზნები?
  • როგორია საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა? და სხვა.

 

საკითხები განხილული იქნება - ინტერაქტიური ქვიზის ფორმატში.

 

ენდრიუ ჯუელი იყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინაში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი.ის 2010 წლიდან მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვალის მდგრადობის საკითხებზე დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, ასევე იყო უფროსი ეკონომისტი და ფარავდა ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ალჟირი, ბელგია, საფრანგეთი, ლატვია და ირლანდია. სსფ-მდე მან ათი წელი გაატარა როგორც ეკონომისტმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში, მათ შორის პარიზის კლუბის მოდერატორად და სამი წელი ფინანსურ ანალიტიკოსად ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში. ენდრიუ ჯუელი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში ჯონ ჰოპკინსის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლაში.

 

შეხვედრის ენა -  ინგლისური.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.