5 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ გაიმართება საჯარო ლექცია: „მაესტრო ერვანდ ქოჩარის შემოქმედებითი მემკვიდრეობა და მისი ურთიერთობები ქართველ მხატვრებთან“.
ღონისძიებას წარუძღვებიან:
კარინე ქოჩარი - ერევნის ერვანდ ქოჩარის მუზეუმის დირექტორი;
აშოტ მარაბიანი - ხელოვნების კურატორი, ერევნის ერვანდ ქოჩარის მუზეუმის საგამოფენო განყოფილების ხელმძღვანელი.
ლექცია გაიმართება საქართველოში სომხური კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პატრონაჟით, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტისა და ერევნის ერვანდ ქოჩარის მუზეუმის თანამშრომლობით.
ერვანდ ქოჩარის ბიოგრაფია ვრცლად იხილეთ ბმულზე.
ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
