საჯარო ლექცია - „პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები, გავლენა ტექნოლოგიაზე სამედიცინო პრაქტიკის მომავლისთვის“

11 მაისი 2022

 

1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებისთვის, ასევე მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის  საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - „პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები, გავლენა ტექნოლოგიაზე სამედიცინო პრაქტიკის მომავლისთვის“.

 

ლექციას წაიკითხავს WaveEdge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté-ის  აღმასრულებელი დირექტორი - გაილ ქრისტინე განონი, რომელიც ასევე სოციალური საწარმოს კონსულტანტია ტექნიკურ სტარტაპებში და კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის საინჟინრო ფაკულტეტის წევრი.

 

ლექციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პანდემია და პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები, ტესტირება და ვაქცინაცია, ტელემედიცინისა და იმ ტექნოლოგიების როლი, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯანდაცვაზე. სპიკერი ასევე ისაუბრებს სამედიცინო პრაქტიკის სამომავლო პროგნოზებზე.

 

საჯარო ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაიარეთ ბმულზე