დოკუმენტური ფილმის ჩვენება - "ვიქტორი და მე"- ეძღვნება ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის დამფუძნებელს

25 მარტი 2026
25 მარტს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართება ქართულად გახმოვანებული დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება. ფილმი ეძღვნება ფსიქიატრის, ნევროლოგის, ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის დამფუძნებლის ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ფილმის გახმოვანება განხორციელდა ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით, ხოლო ჩვენების უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის "კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციას". ფილმის რეჟისორია ალექსანდრ ვესელი, ვიქტორ ფრანკლის შვილიშვილი.
 
ჩვენება გაიმართება A8 აუდიტორიაში, ხანგრძლივობა: 1 სთ და 20 წთ. ფილმის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
 
დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.