პოლიტიკური სტრატეგიის სიმულაციური თამაში – მართე სახელმწიფო

21 აპრილი 2026

21 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის C9 აუდიტორიაში, საჯარო მმართველობითა და დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღონისძიება: პოლიტიკური სტრატეგიის სიმულაციური თამაში – მართე სახელმწიფო.

 

სპეციალური კომპიუტერული თამაშის გამოყენებით და აკადემიური პერსონალის დახმარებით თქვენ გაიგებთ:

 

  • რას ნიშნავს მართო სახელმწიფო? როგორია ეფექტური მმართველობა?
  • რა პოლიტიკური კაპიტალი და საბიუჯეტო რესურსი სჭირდება სასურველი პოლიტიკის გატარებას სხვადასხვა სფეროში?
  • რა კავშირშია ერთმანეთთან ამომრჩეველი, ელექტორალური ჯგუფები, იდეოლოგიები, სამოქალაქო გაერთიანებები და საარჩევნო შედეგები?
  • როგორ არის ურთიერთგადაჯაჭვული ერთმანეთში პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკა?

 

შემოგვიერთდი და სახალისო კომპიუტერული თამაშის მეშვეობით გაიგე მეტი საჯარო მმართველობასა და დიპლომატიაზე! გაიგე, როგორ იწვევს პეპლის აფრენა სახელმწიფოს მართვის ერთ სფეროში, ქარიშხალს მეორეში (ღონისძიების ხანგრძლივობა 3 საათი).

 

საორიენტაციო შეხვედრას და სიმულაციას გაუძღვებიან:

 

  • სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ეკა აკობია;
  • სახელმწიფო მართვის სკოლის პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, გიორგი ცხადაია;
  • სახელმწიფო მართვის სკოლის ეკონომიკის პროფესორი, ემირ ეთერია.

 

სიმულაციური თამაშის მსვლელობისას კომისია გამოავლენს სამ მოწინავე სპიკერს/გადაწყვეტილების მიმღებს, რომლებსაც გადაეცემათ სახელმწიფო მართვის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო ვაუჩერები:

 

  1. პირველი ადგილი  - 1500 ლარი;
  2. მეორე ადგილი - 1000 ლარი;
  3. მესამე ადგილი - 700 ლარი.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.