დაესწარით კონფერენციას, მოისმინეთ ახალი პერსპექტივები და შეუერთდით დისკუსიას თბილისში, 2024 წლის 14-15 ნოემბერს.
უნივერსიტეტების მესამე მისია, სოციალური ჩართულობა, მიზნად ისახავს ქართული საზოგადოებისათვის კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანას. პროექტი - SQUARE - მუშაობს უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელებაზე, რაც აღნიშნულის ეროვნულ დონეზე ოფიციალურად აღიარებასა და პოპულარიზაციას გულისხმობს, უნივერსიტეტების განუყოფელი როლის და მათი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მკაფიო განსაზღვრით. ინსტიტუციური მხარდაჭერის ზრდა, რესურსების განაწილება და უნივერსიტეტის მესამე მისიის სტრატეგიული დაგეგმვა არის ძირითადი მოთხოვნები ქართული უნივერსიტეტების სოციალური ჩართულობის აქტივობების ხარისხისა და რელევანტურობისთვის.
მესამე მისიის ეფექტურად გადასაჭრელად (და ამით საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანისა და თავად უნივერსიტეტის რეპუტაციისა და მდგრადობის გასაზრდელად), უნივერსიტეტებს ხშირად სჭირდებათ: მჭიდრო ურთიერთობების დამყარება გარე დაინტერესებულ მხარეებთან; სპეციალური ოფისების შექმნა ან პერსონალის აყვანა; უნივერსიტეტის საზოგადოების (სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და პერსონალის) ჩართულობით საუნივერსიტეტო აქტივობების დაფინანსების უზრუნველყოფა.
ამ მთავარი მიზნის გათვალისწინებით და ქართულ უნივერსიტეტებში მესამე მისიის ეფექტურად განხორციელების შესახებ საერთო მეცნიერული კონსენსუსის ჩამოსაყალიბებლად, წელს გაიმართება მე-2 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „SQUARE - მე-3 მისიის განხილვა უნივერსიტეტებში: ლოკალური და გლობალური.” კონფერენცია აერთიანებს როგორც უნივერსიტეტის მესამე მისიის ძირითად დაინტერესებულ მხარეებს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის კვლევითი საზოგადოების წარმომადგენლებს. ისინი ერთად ჩაერთვებიან პანელურ და ინდივიდუალურ დისკუსიებში ადგილობრივი და გლობალური გადმოსახედიდან ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა: მესამე მისიის პოლიტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები უნივერსიტეტებში; SDGs; უნივერსიტეტ-მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა; სამთავრობო ორგანოები და მათი როლი; უნივერსიტეტ-მრეწველობის თანამშრომლობა; და უფრო ძლიერი საზოგადოებისთვის ჩართული უნივერსიტეტები.
კონფერენციას მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- რეფერატის გაგზავნა – 2024 წლის 15 ოქტომბერი
- შეტყობინება რეფერატის მიღების შესახებ – 2024 წლის 20 ოქტომბერი
- რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2024 წლის 31 ოქტომბერი
კონფერენცია უფასოა, მაგრამ რეფერატის გაგზავნისა და კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.
აბსტრაქტების წარსადგენი მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ვიმედოვნებთ, რომ შევხვდებით კონფერენციაზე!
პროექტი SQUARE მიზნად ისახავს მე-3 მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაძლიერებას ქართულ უნივერსიტეტებში, 3M-ის გავლენისა და მასშტაბის გაზრდას, მის ოფიციალურ აღიარებასა და დაწინაურებას. პროექტმა SQUARE გამოიწვია კულტურული ევოლუცია, რამაც, თავის მხრივ, სარგებელი მოუტანა ზოგადად ქართულ საზოგადოებას.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია კონფერენციის მიმოხილვისა და საორგანიზაციო საბჭოს შესახებ.