ტრენინგი - „ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“

14 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსზე ჩაატარებს ინტენსიურ, მაღალი დონის  ტრენინგს  „ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“ (14-15 და 17-18 ივნისი, 2024).

 

ტრენინგ კურსი გააშუქებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: შრომის სამართალი, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, კონკურენციის პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ურსი მონაწილეებს გააცნობს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკებს ისტორიულ და თანამედროვე რაკურსში და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ფუნქციონირებას სიმულაციის მეშვეობით.

 

ტრენინგი განკუთვნილია სტუდენტებისთვის (განსაკუთრებით იმ სპეციალობებისთვის, სადაც ნაკლებად ისწავლება ევროკავშირთან დაკავშირებული საგნები), მედიისა და სამოქალაქოაზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომელთა პროფესიული საქმიანობა ან ინტერესები უკავშირდება რომელიმე ქვევით ჩამოთვლილს:

 

  • საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებებსა და პროცესს;
  • ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვას საქართველოში;
  • ევროინტეგრაციის პროცესის გაშუქებას;
  • ევროკავშირის და ინტეგრაციის პროცესების გაცნობას და კვლევას.

 

ვრცლად კურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ დართულ ბუკლეტში.

 

მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, კურსისთვის შესარჩევ პროცესში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.

 

შერჩევის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ 11 ივნისს.