ვებინარი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ

1 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, გეგმავს ორდღიან ვებინარს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ.


25  ნოემბერს, 16:00 საათზე საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისათვის გაიმართება, ხოლო 1-ელ დეკემბერს,  16:00 საათზე - ლექტორებისა და მკვლევრებისთვის.

 

ვებინარს გაუძღვებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორები: თეა კუჭუხიძე და ირაკლი მალანია. 


შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 24 ნოემბრის  ჩათვლით შემდეგ ბმულზე

დარეგისტრირებულ მონაწილეებს ინდივიდუალურად გაეგზავნებათ შეხვედრის ბმული.