27-28 თებერვალს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის “საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით/უმაღლესი განათლების ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units – HERD)” ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის Kick Off შეხვედრა.