თუ ხარ დამწყები ტექნოლოგიური სტარტაპი და მზად ხარ დაუთმო 10 კვირა საკუთარი იდეისა და გუნდის განვითარებას, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა „CUnicorn“-ის VII ნაკადზე, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამის კულმინაციას წარმოადგენს დემო დღე, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები საკუთარი იდეების პრეზენტაციას ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორებისა და სტუმრების წინაშე წარადგენენ.
დემო დღეზე გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად პრიზებსა და სპეციალურ ჯილდოებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრისგან მიიღონ დამატებითი მხარდაჭერა და განვითარების შესაძლებლობები, გააფართოონ საკუთარი პროფესიული და ბიზნეს-კავშირები და განაგრძონ სტარტაპის განვითარება.
2026 წლის შემოდგომა-ზამთრის სემესტრის პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ სტარტაპერებს - სტარტაპ იდეის მქონე პირებს, რომლებიც შესაბამისი სტატუსით - სტუდენტი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დასაქმებული: ადმინისტრაციული ან აკადემიური პერსონალი, დაკავშირებული არიან კავკასიის უნივერსიტეტთან.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
