კონფერენცია „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“

21 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ახორციელებს კონფერენციას თემაზე „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“, რომლის მხარდამჭერებიც არიან: "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია" და „კურორტების განვითარების სააგენტო“.

 

კონფერენციისთვის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა (5 სტუდენტი, 1 კოორდინატორი) უნდა შეიმუშაონ ნაშრომი ტურიზმში მწვანე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე  მათ მიერ შერჩეულ (ქვეყნის, კურორტის, ქალაქის, სოფლის, სასტუმროს ან სხვა ტურიზმის სერვისის მიმწოდებლის) დონეზე.

 

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა კონფერენციაში?

 

კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოებს.

 

გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით, ხოლო კონფერენციის ფინალურ ეტაპზე გასულ ყველა გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი. ასევე, ანგარიშები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

 

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებასა და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

30 მარტი - გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს;

6 მაისი - რეგისტრირებული გუნდების ანგარიშების მიღების ბოლო ვადა (მოცულობა 10-15 გვერდი);

10 მაისი - ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების გამოვლენა;

21 მაისი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ანგარიშების საფუძველზე გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.

საკონტაქტო ინფორმაცია: ctsconference2023@cu.edu.ge