კორვინუსის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდია

13 ნოემბერი 2020

კორვინუსის უნივერსიტეტი, უნგრეთი (Corvinus University, Hungary) იწყებს განაცხადების მიღებას სამეცნიერო/კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

 

სტიპენდიას გასცემს ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი კორვინუსის  განვითარებული კვლევების ინსტიტუტი (Corvinus Institute for Advanced Studies), რომლის ფუნდამენტურ მიზანს ინსპირაციული და შემოქმედებითი ინტელექტუალური საზოგადოების შექმნა წარმოადგენს. 


სამეცნიერო სტიპენდიის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

 

  • შემოთავაზებული საქმიანობის (კვლევა, ლექციების ჩატარება) დეტალური აღწერა;
  • შევსებული ელექტრონული განაცხადი;
  • სამი სარეკომენდაციო წერილი;
  • პროგრამის კურიკულუმი
  • ჯანმრთელობის ცნობა;

 

შემოთავაზებული პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს ერთ ან ორ სემესტრს (5-10 თვე).


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე


სტიპენდიაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2021. 


დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზე: cias@uni-corvinus.hu