გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, 2026 შემოდგომის სემესტრი

4 მარტი 2026

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Bilateral Exchange) მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტთათვის. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ MY CU - სტუდენტის პლათფორმას. პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ "გაცვლითი პროგრამები". 

 

განაცხადის შევსებისას, სტუდენტს წვდომა აქვს მხოლოდ იმ პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალზე, რომლებთანაც სკოლას (ფაკულტეტს)  აქვს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება და შესაძლებელია მობილობის დაგეგმვა კონკრეტულად 2026 შემოდგომის სემესტრისთვის.

 

განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

 

განაცხადის შევსებისას გთხოვთ მიუთითეთ 2026-2027 აკადემიური წელი, სემესტრში კი მონიშნოთ აუცილებლად Fall. გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS - 6.0 \ TOEFL - 78) და მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0.

 

კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 3 აპრილის ჩათვლით. 

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია:

 

-  საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - დამამთავრებელი კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით ნებისმიერ პერიოდში; 

- მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე; 

- დოქტორანტურის საფეხურის ნებისმიერი ეტაპზე.

 

გისურვებთ წარმატებას!