ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) რეგისტრაცია დაიწყო

18 მარტი 2026

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) 2026 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება შემდეგ თარიღებში:

 

  • 23.05.2026 (შემდეგი დონეები: B1 და B2), რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით;
  • 14.11.2026 (შემდეგი დონეები: A1, A2, B1, B2, C1 და C2),რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

გამოცდაზე გასვლის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა

 

შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას აპლიკანტმა თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:   

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

 

აღნიშნული დოკუმენტები აპლიკანტმა უნდა გადააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: amkhitariani@cu.edu.geaderiugina@cu.edu.ge.

 

გამოცდის საფასურის გადახდის დეტალები:

 

მიმღები: შპს კავკასიის უნივერსიტეტი

ანგარიშის ნომერი: GE71TB7047536020100098 

დანიშნულება: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).

 

გამოცდის დონის შესაბამისი საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!