ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის

12 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ჩაატარებს ინტენსიურ, მაღალი დონის  ტრენინგს  „ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“ (12-15 ივნისი, თბილისი).

 

ტრენინგ კურსი გააშუქებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: შრომის სამართალი, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, კონკურენციის პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ურსი მონაწილეებს გააცნობს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკებს ისტორიულ და თანამედროვე რაკურსში და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ფუნქციონირებას სიმულაციის მეშვეობით.

 

ტრენინგი განკუთვნილია საჯარო მოხელეების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მაღალი კურსის ან მაგისტრატურა/დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომელთა პროფესიული საქმიანობა უკავშირდება რომელიმე ქვევით ჩამოთვლილს:

 

  • საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებებსა და პროცესს;
  • ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვას საქართველოში;
  • ევროინტეგრაციის პროცესის გაშუქებას;
  • ევროკავშირის და ინტეგრაციის პროცესების გაცნობას და კვლევას.

 

ვრცლად კურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ დართულ ბუკლეტში.

 

მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.

 

შერჩევის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ 5 ივნისს.