კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.
პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge
მობილობის წესით ჩასარიცხულ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2026 წლის, 28 იანვრიდან - 2026 წლის 11 თებერვლის 18:00 საათამდე.
ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 16 თებერვალი.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხ. კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი. ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 16-18 თებერვალი.
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება, აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება 18-20 თებერვალი.
მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 20 თებერვალი.
საჭირო საბუთებია:
- განცხადება;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
