იწყება რეგისტრაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სვანეთში

28 მაისი 2026

იწყება რეგისტრაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სვანეთში!

 

გაქვს სტარტაპ იდეა, მაგრამ არ იცი როგორ გადააქციო რეალურ პროდუქტად?


გინდა ისწავლო როგორ შექმნა MVP,  მოახდინო იდეის ვალიდაცია და მოემზადო GITA-ს საგრანტო პროგრამებისთვის?

 

პროგრამა წარმოადგენს 4-კვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომლის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ:

 

  • იდეის ვალიდაციაზე;
  • Lean Canvas-ზე;
  • Customer Discovery პროცესზე;
  • MVP და პროტოტიპის შექმნაზე;
  • AI და No-Code ინსტრუმენტების გამოყენებაზე;
  • Pitch Deck-ის მომზადებასა და პრეზენტაციის უნარებზე.

 

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას და უკუკავშირს საკუთარი იდეის განვითარებისთვის. 

 

პროგრამა განკუთვნილია სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (16+), დამწყები მეწარმეებისთვის და ინოვაციური იდეების მქონე პირებისთვის.

 

GITA -ს პრე-აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი. 

 

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გარდაქმნათ თქვენი ინოვაციური იდეა წარმატებულ, მასშტაბურ ბიზნესად. 

 

პროგრამის ვადები: ივნისი - ივლისი, 2026.


მონაწილეობის მიღება უფასოა.

 

რეგისტრაციის ბმული