იწყება რეგისტრაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სამცხე-ჯავახეთში.
გაქვს სტარტაპ იდეა, მაგრამ არ იცი როგორ გადააქციო რეალურ პროდუქტად?
გინდა ისწავლო როგორ შექმნა MVP, მოახდინო იდეის ვალიდაცია და მოემზადო GITA-ს საგრანტო პროგრამებისთვის?
პროგრამა წარმოადგენს 4-კვირიან პრაქტიკულ კურსს, რომლის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ:
- იდეის ვალიდაციასა და განვითარებაზე
- Lean Canvas-ის შექმნაზე
- Customer Discovery პროცესზე
- MVP-ისა და პროტოტიპის შექმნაზე
- AI და No-Code ინსტრუმენტების გამოყენებაზე
- Pitch Deck-ის მომზადებასა და იდეის ეფექტურად წარდგენაზე
პროგრამის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას და უკუკავშირს საკუთარი იდეის განვითარებისთვის.
პროგრამა განკუთვნილია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (16+), დამწყები მეწარმეებისა და ინოვაციური იდეების მქონე პირებისთვის.
GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
თუ გაქვს იდეა, რომლის განვითარებაც გინდა - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
მონაწილეობის მიღება უფასოა.
რეგისტრაციის ბმული.
