შემოდგომის სკოლა - „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში“

20 ივლისი 2023

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და რუსეთის კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს დაინტერესებულ პირთა მიღებას შემოდგომის სკოლაში „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში“.

 

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,საფრანგეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

 

აღნიშნული სკოლის მიზანია შეკრიბოს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგი, ქართველი და საერთაშორისო მკვლევარები და სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ექნებათ იმსჯელონ უკრაინაში შეჭრის შედეგებსა და კავკასიაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან კონფლიქტებზე.

 

შემოდგომის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალური და ჰუმანისტური სფეროს მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.


მონაწილე კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში დაესწრებიან კონფერენციებსა და სემინარებს შემდეგ თემებზე:

 

  • პოლიტიკური ტრანსნაციონალიზმი;
  • გადაადგილებულთა და მასპინძელი ქვეყნების მოსახლეობის კოლექტიური ქმედებები და მობილიზება;
  • ურბანული სივრცეების ტრანსფორმაცია;
  • წინააღმდეგობის სივრცითი სტრატეგიები;
  • საერთაშორისო მიგრაციისა და გადასახლების კანონი;
  • კოლონიზაცია და პოსტკოლონიური საკითხები სამხრეთ კავკასიაში.

 

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური და ფრანგული (კონფერენციები ჩატარდება თარგმანით)
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
თარიღი: 6-10 ნოემბერი, 2023.

 

პროგრამაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო ვორკშოპს - „მასიურ ემიგრაციაზე დაკვირვება: დაძაბულობა და თანამშრომლობა ახლად გაჩენილ თემებს შორის თბილისში მათი სრულმაშტაბიანი შემოსვლის შემდეგ,“ რომელიც გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 და 12 ნოემბერს.

 

განაცხადის შესატანად დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: autumn.school.fgu@gmail.com

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 20 სექტემბერი, 2023.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: autumn.school.fgu@gmail.com

 

გისურვებთ წარმატებას!