სლოვაკეთის სახელმწიფოს სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისთვის

19 აპრილი 2023

სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს აპლიკაციების მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

მონაწილეობის ერთ-ერთი პირობა დაინტერესებული სტუდენტებისთვის არის სლოვაკური ენის ცოდნა, იმ სტუდენტებმა რომლებმაც არ იციან ენა, სლოვაკეთში ყოფნის პერიოდში დამატებით უნდა გაიარონ სლოვაკური ენის უფასო კურსები, 2 სექტემბერი-30 ივნისის ფარგლებში.

 

მონაწილეობის კრიტერიუმები:

 

  • განათლების უმაღლესი დონის სერტიფიკატი;
  • ნიშნების ფურცელი;
  • დაბადების მოწმობა;
  • ფოტოსურათი 3x4;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • რეზიუმე და სამოტივაციო წერილი;
  • პირადი პუბლიკაციების სია (დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
  • პასპორტის ასლი;
  • ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა.

 

დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების მომზადების შესახებ იხილეთ ბმულზე.

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაციის შესავსებად უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე 2023 წლის 30 მაისამდე.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: helpdesk@studyabroad.sk.

 

გისურვებთ წარმატებას!