საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი 2024 - სიას უნივერსიტეტი, ჩინეთი

26 თებერვალი 2024

სიას უნივერსიტეტი,ჩინეთი (Sias University,China) აცხადებს დაინტერესებულ პირთა მიღებას 2024 წლის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად (27 მაისი - 2 ივნისი).

 

პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს და არა მხოლოდ:

 

  • ლიდერობის შემსწავლელი პროგრამები;
  • ინდუსტრიული ვიზიტები;
  • კულტურული მოგზაურობები (თვითანაზღაურებადი);
  • ლექციები ჩინეთის ისტორიაზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე, მუსიკაზე და სხვა.

 

ლოკაცია: სიას უნივერსიტეტი, ჟენჯოუ, ჩინეთი.



პროგრამის საფასური: პროგრამაში მონაწილეობის მიღება, ისევე როგორც ტრანსპორტირება პროგრამის ფარგლებში (ჩინეთის ტერიტორიაზე) კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა.



მონაწილეებს სიას უნივერსიტეტი სთავაზობს საერთო საცხოვრებელში განთავსებას, თუმცა ადგილები შეზღუდულია, რა შემთხვევაშიც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ განთავსდნენ უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე სასტუმროში რომლის საფასურიც შეადგენს დღეში 25 ამერიკულ დოლარს.


მონაწილეები თავად ფარავენ მგზავრობის ხარჯებს.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა , შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.5-ს);
  • პასპორტის ასლი.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 8 მარტი, 2024.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: international@sias.edu.cn

 

გისურვებთ წარმატებას!