სასტიპენდიო პროგრამა „შემდეგი თაობის ციფრული მმართველობის მიკროხარისხი”

31 ივლისი 2023

ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ესტონეთი (Tallinn University of Technology, Estonia) აცხადებს განაცხადების მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე „შემდეგი თაობის ციფრული მმართველობის მიკროხარისხი (01.09.2023-29.02.2024).

 

პროგრამა მოიცავს ორ ეტაპს, იწყება ონლაინ სწავლებითა და სრულდება ხუთდღიანი ზამთრის სკოლით ესტონეთში.

 

სტიპენდია ფარავს შემდეგს:

 

  • პროგრამაში მონაწილეობა;
  • წვდომა მასალებზე;
  • ესტონეთში მგზავრობა;
  • საცხოვრებელი;
  • ტალინის ტრანსპორტირების ბარათი და სხვ.

 

რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და გააგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschools@taltech.ee .

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 7 აგვისტო, 2023.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!