საზაფხულო სკოლა 2023 - ბალტიის საერთაშორისო აკადემია

20 აპრილი 2023

ბალტიის საერთაშორისო აკადემია, რიგა (Baltic International Academy, Riga) აცხადებს სტუდენტების განაცხადების მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად (11 ივნისი-18 ივნისი).

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

 

პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული კურსები:

 

  • ციფრული ინოვაცია;
  • ციფრული ტექნოლოგიები, როგორც ინსტრუმენტები ბიზნესის შესაქმნელად;
  • კიბერუსაფრთხოება;
  • მონაცემებზე ორიენტირებული მარკეტინგი;
  • მონაცემთა ინტენსიური ბიზნესი;
  • ხელოვნური ინტელექტის ეთიკა.

 

პროგრამის საფასური:

 

განთავსებით-475€
განთავსების გარეშე-285€

 

საფასურში შედის სასწავლო პროგრამა, სხვადასხვა კომპანიებში ვიზიტი, ყავის შესვენება, ლანჩი.
განთავსების შემოთავაზების არჩევის შემთხვევაში - სამვარსკვლავიანი სასტუმრო საუზმით. (ოთახის გაზიარება ხდება პროგრამის ორ მონაწილესთან ერთად).

 

პროგრამის საინსტრუქციო ენა: ინგლისური

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 10 მაისი, 2023. 

 

პროგრამის ფარგლებში გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@bsa.edu.lv

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გაცნობებთ, რომ შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!