კორუნას უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლის სტიპენდიები

27 თებერვალი 2024

კორუნას უნივერსიტეტი, ესპანეთი იღებს განაცხადებს საზაფხულო სკოლის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2024 წლის 15-26 ივლისის პერიოდში.

 

სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში ფინანსდება პროგრამის საფასური, განთავსება, კვება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.


სტიპენდია არ ფარავს ფრენის ხარჯებს.

 

რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა:

 

  • შეავსოს სააპლიკაციო ფორმა;
  • ჩაწეროს 1-2 წუთიანი სამოტივაციო ვიდეო, თუ რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში. (ვიდეოს ატვირთვის შესახებ დამატებითი დეტალები გთხოვთ იხილოთ ბმულზე).

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 3 მარტი, 2024.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.


სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, გთხოვთ აუცილებლად გვაცნობოთ.

 

გისურვებთ წარმატებას!