PAR გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლა 2025

7 მაისი 2025

PAR გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია (PAR University of Applied Sciences, Croatia), აცხადებს მიღებას Sail & Learn 2025-ის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც წარმოადგენს ინტენსიურ, ორკვირიან აკადემიურ პროგრამას. საზაფხულო პროგრამა გაიმართება 7-18 ივლისის პერიოდში, 2025.

 

საზაფხულო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: მდგრადი ტურიზმი, მეწარმეობა და ინოვაცია. კურსის ფარგლებში გაიცემა ნიშნების ფურცელი (10 ECTS კრედიტი).

 

პროგრამა მოიცავს:

 

  • თემატური სემინარები და შემთხვევების კვლევები აკადემიური და ინდუსტრიის ექსპერტების მიერ;
  • პრაქტიკული გამოცდილება ნაოსნობაში და კულტურული ექსკურსიები ხორვატიის კუნძულებზე;
  • გუნდურ სწავლებას და საერთაშორისო თანამშრომლობას ადგილობრივ მეწარმეებთან.

 

2025 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში კუსის საფასური შეადგენს 650 ევროს. 1 ივნისის შემდგომ რეგისტრაციის შემთხვევაში კურსის საფასური იქნება 800 ევრო. საფასური მოიცავს ლანჩსა და გამაგრილებელ სასმელებს პროგრამის ფარგლებში.

 

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინოთ მოცემულ მეილის მისამართზე international@par.hr  ან შეავსოთ ოფიციალური ონლაინ ფორმა. 

 

განმცხადებლებს შერჩევის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ 2025 წლის 1 ივლისამდე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ოფიციალურ ვებ-გვერდს.

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ ECTS კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. 

 

პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან და ასევე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მეილით აცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს- ir@cu.edu.ge.

 

გისურვებთ წარმატებას!